აშშ-მა, შესაძლოა, ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის საკითხში ვაშინგტონის პოლიტიკას არ დაეთანხმებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ.
„შეიძლება, იგივე გავაკეთო გრენლანდიისთვისაც, შეიძლება, ტარიფები დავუწესო ქვეყნებს, თუ ისინი არ დაგვეთანხმებიან გრენლანდიასთან დაკავშირებით. გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ასე რომ, შეიძლება, ეს გავაკეთო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

