ქ. ფოთის №15 საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის სისხლის სამართლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ უფლებადამცველი, თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ადვოკატის ცნობით, ახალგაზრდა კაცი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდგომ, პედაგოგის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დააკავეს.
ამასთან, თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, გათავისუფლებულ მასწავლებელს, იგორ კეკელიას მუქარის განხორციელების ფაქტზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
ფოთელი პედაგოგის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ პირველი პირი დააკავა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდგომ, პედაგოგის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი.
იგორ კეკელიას კი მუქარის განხორციელების ფაქტზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
დაზარალებული პედაგოგი გამოთქვამს სურვილს, რომ საქმის განხილვის ფარგლებში, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა არ შეეფარდოს. სავარაუდოდ, იგი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდება.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც.
გრძელდება საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა დანაშაულებრივ ქმედებებზე სათანადო რეაგირების მიზნით,” – წერს თორნიკე მიგინეიშვილი.
ცნობისთვის, ფოთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს – სკოლამ კი 54 წლის კაცი, მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლა.
მომხდარზე გამოძიება ფოთის რაიონულმა პროკურატურამ 1 თვის წინ დაიწყო. მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული პედაგოგი.

