ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანში ბოლო დროს მომხდარ არეულობებში პირდაპირი როლი ითამაშეს აშშ-მა და ისრაელმა

ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, ბოლო დროს მომხდარ არეულობებში პირდაპირი როლი ითამაშეს აშშ-მა და ისრაელმა.

ირანის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ხალხის კანონიერი მოთხოვნების მოსმენისა და სასტიკი სანქციებით გამოწვეული პრობლემების შემცირებისკენ.

ირანის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუსეთს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორუმებზე ირანის მიმართ მისი მხარდამჭერი პოზიციისთვის.

პარალელურად, ირანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მათ დააკავეს დაახლოებით 3 000 ადამიანი, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ არეულობებში მონაწილე ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, დაკავებულებს შორის იყვნენ ორგანიზატორები, ისრაელთან დაკავშირებული პირები, შეიარაღებული პირები და ისინი, ვინც არეულობების დროს საზოგადოებრივ ქონებას აზიანებდნენ. მათივე განცხადებით, ზოგიერთი დაკავებული მონაწილეობდა უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ სასიკვდილო თავდასხმებსა და საზოგადოებრივი შენობებისთვის, მეჩეთებისთვის ცეცხლის წაკიდებაში.

იტვირთბა....