ახალი ამბები მთავარი

საფრანგეთმა უკრაინისთვის სადაზვერვო მიწოდების მთავარ როლში აშშ ჩაანაცვლა – მაკრონი

15 იანვარს პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა უკრაინისთვის სადაზვერვო მიწოდების მთავარ როლში აშშ ჩაანაცვლა.

“მაშინ, როდესაც უკრაინა ადრე უკიდურესად იყო დამოკიდებული ამერიკულ სადაზვერვო შესაძლებლობებზე და ერთი წლის წინ უდიდესი ნაწილი [აშშ-ს მიერ] იყო უზრუნველყოფილი, ბოლო წლის განმავლობაში ორი მესამედი საფრანგეთის მიერ არის მოწოდებული” – თქვა მაკრონმა.

Kyiv Independet-ის ცნობით, ეს ცვლილება მიზნად კიევის აშშ-ს სამხედრო დაზვერვაზე ძლიერი დამოკიდებულების შემცირებას ისახავს – დამოკიდებულებაზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინაზე ზეწოლის ბერკეტად არაერთხელ გამოიყენა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუხედავად სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტის მუქარებისა, დროებითი შეწყვეტისა და ტრამპსა და ზელენსკის შორის ხშირად დაძაბული ურთიერთობებისა, აშშ უკრაინისთვის ფართომასშტაბიანი სადაზვერვო მხარდაჭერის გაწევას ახლაც აგრძელებს.

პარტნიორების მიერ გაზიარებული დაზვერვა – უახლესი და მაღალი ხარისხის სატელიტური გამოსახულებებიდან სიგნალების დაზვერვასა და კიბერდაზვერვამდე – გადამწყვეტ როლს ასრულებს უკრაინის საომარ ოპერაციებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ინფორმაცია რუსეთის გადაადგილებებსა და ტექნიკას ეხება იმ ზონებში, რომლებიც სადაზვერვო დრონების მოქმედების არეალს სცილდება.

The Kyiv Independent-მა მიმართა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, რათა დაედასტურებინა საფრანგეთის მიერ აშშ-ის ჩანაცვლება კიევის მთავარი სადაზვერვო ინფორმაციის მიმწოდებლის პოზიციაზე, თუმცა პასუხი არ მიუღია.

იტვირთბა....