ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, ბელარუსის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბური შემოწმება დაიწყო. ინფორმაციას ადგილობრივი სამთავრობო მედია Belta ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ვოლფოვიჩის თქმით, ბელარუსის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბური შემოწმება დაიწყო. ის იქნება ყოვლისმომცველი და შედგება რამდენიმე ეტაპისგან. შემოწმების ღონისძიებები დაანონსებული არ იყო.
ლუკაშენკოს განმარტებით, შემოწმება მიმდინარეობს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბურ შეჭრას) გამოცდილების გათვალისწინებით და ჯარში მისი დანერგვის მიზნით. შემოწმებისა და სწავლების ფარგლებში დამუშავდება საჯარისო ნაწილების დაცვის და ომის წარმოების თანამედროვე საშუალებებისადმი, მათ შორის დრონებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარები. ლუკაშენკო პირადად აპირებს შემოწმებაში მონაწილეობას.

