აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ირანი ქვეყანაში ინტერნეტის შეზღუდვას გაზაფხულამდე გეგმავს – IranWire

IranWire: ირანი ქვეყანაში ინტერნეტის შეზღუდვას გაზაფხულამდე გეგმავს – ირანის ხელისუფლება აპირებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა მინიმუმ ნოვრუზ ბაირამამდე შეინარჩუნოს, რომელიც მარტის ბოლოს, დაახლოებით 20 მარტს, აღინიშნება. ამის შესახებ ხელისუფლების პრესსპიკერის მიერ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, მთავრობის პრესსპიკერმა ფატემე მოჰაჯერანიმ მედიაქტივისტებს განუცხადა, რომ საერთაშორისო ონლაინსერვისებზე წვდომა ნოვრუზ ბაირამამდე არ აღდგება.

მონიტორინგის ჯგუფ NetBlocks-ის განცხადებით, ირანში მიმდინარე ბლოკადამ უკვე 180 საათს გადააჭარბა, რაც 2019 წლის ინტერნეტ გათიშვის ძირითად ხანგრძლივობას აჭარბებს. ამ დრომდე ნაწილობრივი ან რეგიონული აღდგენის ნიშნები არ დაფიქსირებულა.

იტვირთბა....