აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“დიდი ბრიტანეთი არ ეთანხმება საფრანგეთსა და იტალიას, რომ ევროპამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა განაახლოს” – POLITICO

დიდი ბრიტანეთი არ ეთანხმება საფრანგეთსა და იტალიას, რომ ევროპამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა განაახლოს – ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა პუტინთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდა განიხილონ.

„ვფიქრობ, გვჭირდება მტკიცებულება იმისა, რომ პუტინს რეალურად სურს მშვიდობა და ამ ეტაპზე მე ამას ჯერ კიდევ ვერ ვხედავ. ვხედავთ უზარმაზარ ვალდებულებას უკრაინის მიერ, აშშ-თან ერთად და ევროპის მხარდაჭერით მშვიდობის გეგმების შემუშავების მიმართ, უსაფრთხოების გარანტიების ჩათვლით. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმის მტკიცებულებას, რომ პუტინი მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს ან მოლაპარაკებები გამართოს…ვფიქრობ, რომ ამ მართლაც მნიშვნელოვან სამუშაოსთან ერთად, ჩვენ ჯერ კიდევ მზად უნდა ვიყოთ, რომ გავზარდოთ ზეწოლა, ეკონომიკური ზეწოლა და ასევე უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გზით, ეს სამხედრო ზეწოლა რუსეთზეც განვახორციელოთ“ – განაცხადა ივეტ კუპერმა.

გასულ კვირაში იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ დრო მოვიდა, ევროპა რუსეთს დაელაპარაკოს უკრაინის წინააღმდეგ ომზე. ის ყოველთვის უჭერდა მხარს უკრაინის საკითხზე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნასაც.

იტვირთბა....