ახალი ამბები

“ამერიკა ერთადერთი იმედია ამ ხალხისთვის “- გიორგი ლაბაძე

ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით “მეტრონომი” ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტს, გიორგი ლაბაძეს ესაუბრა.

“ირანში, ძალიან რთული მდგომარეობაა, ზოგადად ამერიკის როლი ძირითადია ამ პროცესში და ჩემი აზრით ერთის მხრივ ძალიან რთულია იმის განჭვრეტა თუ როდის მიიტანს იერიშს ამერიკა ირანზე მაგრამ მეორეს მხრივ მე მგონია რომ ახლანდელი ირანის ხელისუფლება აფსოლოტურად მიუღებელია .განსაკუთრებით ახლანდელი ამერიკის ადმინისტრაციისთვის და შესაბამისად გარკვეულ მოქმედებებს ველოდები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ რეჟიმის თუ ცვლილებასთან არა გარკვეული სახის ცვლილებასთან მაინც, რომ იმ ფორმით აღარ დარჩეს ირანის მმართველობა რა ფორმითაც არის. ასე, რომ ეს დამოკიდებული არის მაინც სამხედრო ძალაზე დღეის მდგომარეობით და რა პასუხს გასცემს ირანი. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება გუშინდელ ნეთანიაჰუს განცხადებას, რომ ჯერჯერობით ისრაელი მზად არ არის ომისთვის და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ 12 დღიანი ომის პერიოდში ივნისში ისრაელის მდგომარეობა არც ისე მარტივი იყო . როგორც ერთ-ერთი მხარის ამ პროცესში ასე ,რომ ბუნებრივი პროცესია რომ დღეს ნეთანიაჰუ ფიქრობს და ამიტომაც სთხოვა ტრამპს, რომ სანამ ისრაელი ბოლომდე არ მოემზადება არაფერი არ გააკეთოს ამასთან ერთად ჩვენ ვნახეთ თავდაცვის სისტემების გადაადგილების მომენტი.” – ამბობს ლაბაძე.

ამერიკათმცოდნე სიკვდილმისჯილ დემონსტრანტებზეც საუბრობს, მისი აზრით მათი სისცოცხლე ჯერ კიდევ საფრთხეშია.

“ირანის რეჟიმი ისეთია რომ გაიგეს ეს კონკრეტული ადამიანები არიან მათი მოწინააღმდეგეები ამას საჯაროდ და ნათლად გამოთქვამენ მგონია რომ ადრე თუ გვიან თუ მათ რეჟიმს საფრთხე არ დაემუქრება და ცვლილების საშვალება არ გაჩნდება. ძალიან მეეჭვება ირანის რეჟიმმა ადრე თუ გვიან დაპატიმრებული ხალხის მიმართ მძიმე განაჩენი არ გამოიტანოს ,ამერიკა ერთად ერთი იმედია ამ ხალხისთვის” – განაცხადა გიორგი ლაბაძემ.

იტვირთბა....