აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ძალების გაგზავნისთვის ემზადება – „ენბისი ნიუსი“

პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ძალების გაგზავნისთვის ემზადება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დამატებითი ძალები საჰაერო ხომალდის ჯგუფს, დამატებით თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, თანამგზავრული ფოტოებიდან ჩანს, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდი USS Abraham Lincoln ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მიემართება.

„ენბისი ნიუსის“ ცნობით, დამატებითი ძალები რეგიონში უკვე არსებულ აშშ-ის აქტივებს გააძლიერებენ, რადგან დაძაბულობა მაღალი რჩება და დონალდ ტრამპი მოქმედების ვარიანტებს განიხილავს.

ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნეს, რომ აშშ-ის ძალები ასევე უზრუნველყოფენ სამხედროების მზადყოფნას, თუ ირანი რეგიონში აშშ-ის აქტივებს ან მოკავშირეებს დაესხმება თავს.

იტვირთბა....