ირანის ხელისუფლებამ Starlink-ის ჩასახშობად სპეციალური სამხედრო დანიშნულების ელექტრონული აღჭურვილობა გამოიყენა – ამის შესახებ New York Times წერს.
გამოცემის ცნობით, აქტივისტებმა და ინჟინრებმა ინტერნეტზე წვდომა Starlink-ის ათასობით ტერმინალის დახმარებით შეინარჩუნეს, რაც საშუალებას იძლეოდა, უსაფრთხოების ძალების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნისა და დაღუპულთა ძებნაში მყოფი ოჯახებს კადრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულიყო.
ამან, გამოცემის შეფასებით, ირანის ხელისუფლებას რეაგირება აიძულა. მათ გამოიყენეს სამხედრო კლასის ელექტრონული იარაღი, რომელიც მიზნად ისახავდა იმ GPS-სიგნალების შეფერხებას, რომელზეც Starlink-ის სისტემები მუშაობს.
აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი მეთოდები იშვიათად გამოიყენება სამოქალაქო გარემოში და ძირითადად მხოლოდ აქტიურ საბრძოლო ზონებში გვხვდება – მაგალითად, უკრაინაში.

