აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“შეერთებული შტატები „ირანის მამაცი ხალხის“ გვერდით დგას” – აშშ-ის ელჩი გაეროში

“ბრალდებები, რომ ირანში გამართული პროტესტი „უცხო ქვეყნის მიერ შეთქმულებას წარმოადგენს, რომელიც სამხედრო მოქმედებების წინაპირობაა“ უსაფუძვლო და ტყუილია – ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის ელჩმა გაეროში, მაიკ ვალცმა ისაუბრა.

“შეერთებული შტატები „ირანის მამაცი ხალხის“ გვერდით დგას და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ნათლად განაცხადა, რომ ყველა ვარიანტი არსებობს ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად. პრეზიდენტი ტრამპი მოქმედების კაცია და არა დაუსრულებელი საუბრის, როგორც ამას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვხედავთ. მან ნათლად განაცხადა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად. მსოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს, რომ რეჟიმი ახლა უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე და ამიტომ ამ ტყუილს ქუჩებში ირანელ ხალხზე ძალაუფლების მოპოვების გამო ავრცელებს. მათ ეშინიათ. მათ საკუთარი ხალხის ეშინიათ“ – განუცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში, მაიკ ვალცმა, ხუთშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს.

იტვირთბა....