რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ, შეერთებული შტატები დაადანაშაულა უშიშროების საბჭოს მოწვევაში „სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში აშკარა აგრესიისა და ჩარევის გასამართლებლად“ და „ირანის პრობლემის მისთვის სასურველი გზით გადაჭრის მუქარაში: არასასურველი რეჟიმის დამხობისკენ მიმართული დარტყმებით“.
„ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ ვაშინგტონსა და სხვა დედაქალაქებში მყოფ „ცხელ თავებს“… გონს მოეგონ. თავად გაეროს სხდომა არაფერია, თუ არა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში აშკარა აგრესიისა და ჩარევის გამართლების კიდევ ერთი მცდელობა. რუსეთის ფედერაცია მკაცრად გმობს გარე ჩარევის ყველა ფორმას, ძალადობისკენ წაქეზებას და ძალის გამოყენების მუქარას მეგობარი ირანის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებს, შეწყვიტონ გლობალური მოსამართლის როლის თამაში. თქვენი ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონის კიდევ უფრო სისხლიან ქაოსში ჩაძირვას – ქაოსში, რომელიც ადვილად შეიძლება, გასცდეს მის საზღვრებს“ – თქვა ნებენზიამ

