რეალობიდან ვერ გაქრება ივანიშვილის მიერ გახარიაზე თავდასხმის საჯაროდ გაცემული დავალება – “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ფარულავა პარტიის თავმჯდომარეზე, გიორგი გახარიაზე 1 წლის წინ განხორციელებულ თავდასხმას იხსენებს.
“2025 წლის 15 იანვარს, ანუ ზუსტად 1 წლის წინ, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ფიზიკურად თავს დაესხა „ოცნების“ შეიარაღებული მაღალჩინოსნების ჯგუფი, 10 კაცამდე. ამ თავდასხმას წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის მიერ 2 თვით ადრე გაკეთებული სიძულვილის შემცველი საჯარო მუქარა გახარიასა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ. რაც არ უნდა ეცადოს „ოცნების“ პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის როლის დამალვას, საჯარო სივრციდან და რეალობიდან ვერ გაქრება ივანიშვილის მიერ დავალების საჯაროდ გაცემის ფაქტი. ისევე, როგორც 20 ივნისის საქმიდან ვერ გაქრება ფაქტი, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია და ამ ბრძანების გამცემი, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგინდება. და ისევე, როგორც ჩორჩანას საქმიდან ვერ გაქრება ფაქტი, რომ საგუშაგოს ჩადგმით გიორგი გახარიამ მშვიდობიანად დაიცვა ქართული მიწა“ – წერს ფარულავა სოციალურ ქსელში.
იტვირთბა....

