“მინესოტას კორუმპირებული პოლიტიკოსები კანონს თუ არ დაემორჩილებიან, ავამოქმედებ “ამბოხების აქტს“ – აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მინესოტაში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს სამხედრო ძალების გამოყენებით იმუქრება.
” კორუმპირებული პოლიტიკოსები კანონს თუ არ დაემორჩილებიან, არ შეაჩერებენ პროფესიონალ აგიტატორებსა და აჯანყებულებს ICE-ს პატრიოტებზე თავდასხმისგან, რომლებიც მხოლოდ თავიანთი საქმის კეთებას ცდილობენ, მე ავამოქმედებ „ამბოხების აქტს“. ეს ჩემამდე ბევრმა პრეზიდენტმა გააკეთა და სწრაფად დავასრულებ იმ ტრაგედიას, რომელიც ამ ოდესღაც დიდებულ შტატში ხდება“ – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

