ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია – დონალდ ტრამპი

ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“ფოქს ნიუსი: “პრეზიდენტ ტრამპის გაფრთხილებების შემდეგ ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც“. ეს კარგი ამბავია. იმედია ეს გაგრძელდება“ – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, რომ14 იანვარს მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, შესაძლოა, სიკვდილით დაესაჯათ მომიტინგე ერფან სოლტანი. მოგვიანებით ირანის სასამართლომ განაცხადა, რომ 26 წლის აქტივისტი დემონსტრაციის დროს დააკავეს, თუმცა მისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გამოუტანიათ.

იტვირთბა....