აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ირანის მტკიცებით ანტისამთავრობო აქციებზე დემონსტრანტებს საბოტაჟში ფულს უხდიდნენ

ირანის რეჟიმის თავდაცვის მინისტრის, აზიზ ნასირზადეს მტკიცებით, ფლობენ ინფორმაციას, რომ აშშ-მ, ისრაელმა და მათმა მოკავშირე ქვეყნებმა ირანში “დისკუსიის ცენტრები შექმნეს, რათა სეპარატისტებსა და ტერორისტებს სამომავლო გეგმების დაგეგმვაში” დახმარებოდნენ.

ნასირზადე ირწმუნება, რომ ირანში აშშ-სა და სხვა დასავლური ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების თანდასწრებით გამართულ შეხვედრებზე, “ირანში საბოტაჟის აქტებზე საფასურიც კი დაწესდა”:

“თითოეული ადამიანის მოკვლა 500 მილიონი თუმანი ღირდა, ყოველი მანქანის დაწვა – 200 მილიონი თუმანი, პოლიციის განყოფილების დაწვა – 80 მილიონი თუმანი და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება – 15 მილიონი თუმანი. ” – ამბობს ხამენეის რეჟიმის თავდაცვის მინისტრი.

მისი მტკიცებით, რეჟიმმა დააკავა ერთ-ერთი პირიც, რომელმაც მსგავსი ქმედებებისთვის 900 მილიონი თუმანი მიიღო.

იტვირთბა....