აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 “კრემლი ეთანხმება დონალდ ტრამპის პოზიციას რომ ზელენსკი სამშვიდობო პროცესს აფერხებს” – დიმიტრი პესკოვი

კრემლი ეთანხმება დონალდ ტრამპის პოზიციას, რომ ზელენსკი სამშვიდობო პროცესს აფერხებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Reuters-თან ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა ვლადიმერ პუტინი, არამედ ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს.

„ამას შეგვიძლია დავეთანხმოთ. ეს ნამდვილად ასეა. რუსული მხარის პოზიცია კარგად არის ცნობილი, როგორც ამერიკელი მომლაპარაკებლებისთვის, ისე პრეზიდენტი ტრამპისთვის. ასევე, ეს კარგად არის ცნობილი კიევში და კიევის რეჟიმის ხელმძღვანელობისთვის. რუსული მხარის პოზიცია თანმიმდევრულია“- განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, „კიევის რეჟიმისთვის სიტუაცია ყოველდღე უარესდება და ზელენსკიმ მშვიდობის მიღწევის მიზნით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“.

„უკვე დიდი ხანია დადგა დრო, რომ ზელენსკიმ პასუხისმგებლობა აიღოს და შებამისი გადაწყვეტილება მიიღოს. ჯერჯერობით კიევი ამას არ აკეთებს“ – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

იტვირთბა....