აშშ-ის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა რუსეთმა უარყო და არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის პასუხი უკრაინის ქალაქებზე შემდგომი სარაკეტო თავდასხმები იყო. ამიტომ, ერთადერთ გამოსავალს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება წარმოადგენს. ეს თქვენ ყველამ იცით“ – წერს ტუსკი X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა ვლადიმერ პუტინი, არამედ ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს.
„ვფიქრობ, ის [ვლადიმერ პუტინი] მზადაა შეთანხმების დასადებად. ვფიქრობ, უკრაინა ნაკლებად არის მზად ამისთვის“ – აღნიშნა ტრამპმა.

