აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქვეყანა ისევ სრულ იზოლაციაში რჩება – საპროტესტო გამოსვლების მე-19 დღე ირანში

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების მე-19 დღე ირანში – ქვეყანა ისევ სრულ იზოლაციაში რჩება. დაღუპულია რამდენიმე ათასი დემონსტრანტი. მათ შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და პოლიციელები.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე აღდგენილია. ასევე, მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში, არცერთი დაკავებულის სიკვდილით დასჯა არ იგეგმება.

“ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს. შესაბამისად არ დგას ჩამოხრჩობის საკითხი. აქციებზე, იყვნენ ტერორისტული ჯგუფები. მათ პოლიციელები ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაუწყეს სროლა როგორც პოლიციელებს, ასევე ხალხს. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ თუ მკვლელობა მოხდებოდა, ის ჩაერეოდა. დემონსტრანტებს სურდათ მისი კონფლიქტში ჩათრევა. ეს იყო ზუსტად ისრაელის შეთქმულება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ, გაეზარდათ მსხვერპლთა რაოდენობა, დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ ასობითაა. ზუსტი მონაცემები ძალიან მალე, შესაძლოა, დღეს საღამოს გამოაცხადოს ჩვენმა ხელისუფლებამ”, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბას არაღჩი.

ინფორმაციას ამ ეტაპზე ამოწმებს შტატები – განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა, რომელმაც ირანში არსებულ ვითარებაზე ვრცლად ისაუბრა.

იტვირთბა....