აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დანიის თხოვნით გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს“- წერს მაკრონი X-ზე.

საფრანგეთის პრეზიდენტის ცნობით, ოპერაციას „არქტიკის გამძლეობა“ ეწოდება და პირველი ფრანგული დანაყოფები უკვე გზაში არიან.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ბუნდესვერის სამხედროების ჯგუფს გრენლანდიაში გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობაც გაგზავნის.

იტვირთბა....