ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგებას გააფართოებენ

დანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მოკავშირე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, “დღეიდან გრენლანდიასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გაფართოვდება სამხედრო განლაგება“.

ეს გულისხმობს საჰაერო ხომალდების, გემებისა და ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდას, მათ შორის ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებიდან. დოკუმენტის მიხედვით გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი და ნორვეგია წვლილს შეიტანენ ამ ოპერაციაში.

იტვირთბა....