ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

“ტრამპს ფაქტობრივად, უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს”- გია ხუხაშვილი ირანში მიმდინარე მოვლენებზე

“დიდ სურათში, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ეს მესამე მსოფლიო ომი არ ატარებს არც ტერიტორიულ ხასიათს, რაც დამახასიათებელი იყო წინა საუკუნეებში, არც ეკონომიკურ ხასიათს და ამაზე აპელირებს ძალიან ბევრი, მათ შორის, საქართველოშიც, რომ თითქოს ნავთობისთვის იბრძვის შეერთებული შტატები და ა.შ. არამედ ატარებს მსოფლმხედველობრივ, ფუნდამენტურ ხასიათს და ბრძოლა მიდის თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის. ეს ორი ძირითადი ფასეულობაა ნებისმიერი ადამიანისთვის ცხოვრებაში და როდესაც არცერთი არ აქვს, ბუნებრივია, ამ მძიმე ფორმით გამოიხატება და დღეს ირანშიც ამ პროცესს ვაკვირდებით”- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ხუხაშვილის აზრით, უახლოეს საათებში ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებაზე გადავა, რადგან ტრამპს უკან დასახევი გზა არ აქვს იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მისი სისუსტის გამოვლინება იქნება.

ვფიქრობ, შეერთებულ შტატებში ყველაფერი გადაწყვეტილია. ჩვენ ტრამპის რიტორიკას ვისმენთ და მას, ფაქტობრივად, უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. მან რომ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგას, ეს მისი მხრიდან იქნება ძალიან სერიოზული სისუსტის გამოვლინება, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში, შეიძლება ითქვას, უახლოეს საათებში შეერთებული შტატები უკვე მოქმედებებზე გადავა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....