გრენლანდიელებს ყოველთვის შეუძლიათ ევროკავშირის იმედი ჰქონდეთ – ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გრენლანდიის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მისი თქმით, კუნძულის მოსახლეობის ინტერესები ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია.
“გრენლანდიელებს ყოველთვის შეუძლიათ ევროკავშირის იმედი ჰქონდეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გრენლანდიელებმა იცოდნენ – და ეს იცოდნენ საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით – რომ ჩვენ პატივს ვცემთ მათ სურვილებსა და ინტერესებს“ – აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

