ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევში ელექტროენერგიასთან და გათბობასთან დაკავშირებული ვითარება ძალიან რთულია, ასეთი მასშტაბის პრობლემა ომის ოთხი წლის განმავლობაში პირველად გვაქვს – ვიტალი კლიჩკო

კიევში ელექტროენერგიასთან და გათბობასთან დაკავშირებული ვითარება ძალიან რთულია, ასეთი მასშტაბის პრობლემა ომის ოთხი წლის განმავლობაში პირველად გვაქვს – აღნიშნულის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

“დღევანდელი მდგომარეობით, კიევის დაახლოებით 400 მრავალსართულიანი სახლი რჩება გათბობის გარეშე. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას, ის ძალიან რთულია. ენერგეტიკოსები მუშაობენ, ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, თუმცა ამ ეტაპზე კიევი ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის გრაფიკით მუშაობს. ქალაქის მცხოვრებლებს ამჟამად ელექტროენერგია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში აქვთ. სამწუხაროდ, ავარიული გათიშვები გაგრძელდება. ამაზე საჭიროა გულახდილი საუბარი, რათა ხალხმა გაიგოს სიტუაცია“ – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

ცნობისთვის, 9 იანვარს უკრაინაზე მასირებული იერიშის შედეგად კიევში ექვსი ათასამდე საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშე დარჩა.

იტვირთბა....