ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიის ცნობით, ირანში ვითარების გამწვავების ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში არსებული ძირითადი სამხედრო ბაზებიდან პერსონალს გაიყვანს

ირანში ვითარების გამწვავების ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში არსებული ძირითადი სამხედრო ბაზებიდან პერსონალს გაიყვანს –  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “სქაინიუსი“ ავრცელებს.

ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა პერსონალს კატარში არსებული ძირითადი სამხედრო ბაზის დატოვება ურჩია, მოგვიანებით კი მსგავსი რეკომენდაცია ახლო აღმოსავლეთში არსებული აშშ-ის ყველა ძირითად ბაზაზე გავრცელდა.

შტატებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თეირანმა რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზები, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაბომბოს.

იტვირთბა....