“სომხეთს ცალსახად და ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე სურს ევროკავშირში გაწევრიანება” – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს.
მისი თქმით, როდესაც ევრაზიულ კავშირში წევრობა ამ გზასთან წინააღმდეგობაში მოვა, არჩევანი სომეხი ხალხის ჩართულობით იქნება მიღებული.
ოთხშაბათს, 14 იანვარს, ერევანში „საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევების სომხური ინსტიტუტის“ კონფერენციაზე პანელური დისკუსიისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:
“გვინდა თუ არა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ? დიახ, ცალსახად და ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე. როგორ წარმოგვიდგენია ეს? ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ, როგორც წარსული გამოცდილება აჩვენებს, არცერთი ქვეყანა არ მიიღება ევროკავშირში გეოპოლიტიკური ან სხვა მოხერხებულობის საფუძველზე“.

