რუმინეთს შეიძლება, ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, ეს მათი საქმეა, ჩვენთვის შემაშფოთებელია უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, რომ მზად არის, დათმოს სუვერენიტეტი – აღნიშნულის შესახებ ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
“მოლდოვის სუვერენიტეტს ვუჭერთ მხარს, თუ თავად მოლდოველი ხალხი სხვა რამეს არ გადაწყვეტს. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შემაშფოთებელია თავად მოლდოვის ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. რა თქმა უნდა, რუმინეთს შეიძლება, ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, ეს მათი საქმეა. ჩვენთვის ყველაზე შემაშფოთებელია უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, როდესაც მზად არის, დათმოს სუვერენიტეტი და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობის დათმობას. ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს რუმინეთის განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ რუმინეთი მზად არის, მოლდოვასთან გაერთიანების საკითხი სერიოზულად განიხილოს.

