აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ზოგი ფიქრობს, რომ კარგია როცა „მოლოტოვის კოქტეილს“, ქვას, ჯოხს პოლიციელს ესვრი ან რევოლუციას ორგანიზებას უკეთებ და შეწყალება არ უნდა მიიღოს, მაგრამ ეს საქართველოს არ სჭირდება” – გია ვოლსკი

ზოგი ფიქრობს, რომ კარგია როცა „მოლოტოვის კოქტეილს“, ქვას, ჯოხს პოლიციელს ესვრი ან რევოლუციას ორგანიზებას უკეთებ და შეწყალება არ უნდა მიიღოს, მაგრამ ეს საქართველოს არ სჭირდება – საქართველომ თავისი მომავალი შეწყალებაზე, განცდებზე, ადამიანთა შორის ურთიერთობების პოზიტიურად განვითარებაზე უნდა გააკეთოს – წინააღმდეგ შემთხვევაში დაინგრევა ქვეყანა, – გია ვოლსკიმ , ჟურნალისტებს აქციაზე დაკავებული მოქალაქეების შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ შექმნილ რეალობას „უნდა დაუპირისპიროს ხშირ შემთხვევაში სიმკაცრე და ამავე დროს, შეწყალების და მიტევების პოლიტიკა – ის, რაც ჩვენს მომავალს სჭირდება“.

„ცალკეული ოჯახების უბედურებაა, როცა ოჯახის წევრი, მითუმეტეს ახალგაზრდა, დაკავებულია და გარკვეულ დროს ციხეში ატარებს. თუმცა ამ ოჯახებისთვის და კონკრეტული ადამიანებისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო: ზოგს ტვინი აქვს გამორეცხილი, ზოგს ჰგონია, რომ მართლა დიდ იდეას ემსახურება და მართლა პროევროპულ პოლიტიკურ ძალას უჭერს „ნაცმოძრაობის” და სააკაშვილის სახით მხარს, სახელმწიფო შემწყალებელი, მიმტევებელიც უნდა იყო და ყველას დაანახო, რომ ესენი ეპიზოდურად განიხილავენ კონკრეტული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მათთვის ჩადენილი დანაშაული ეპიზოდია და [ფიქრობს, რომ] სწორედაც მოიქცა. ზოგი ფიქრობს, რომ კარგია როცა „მოლოტოვის კოქტეილს“, ქვას, ჯოხს პოლიციელს ესვრი ან რევოლუციას ორგანიზებას უკეთებ და შეწყალება არ უნდა მიიღოს, მაგრამ ეს საქართველოს არ სჭირდება. საქართველომ თავისი მომავალი შეწყალებაზე, განცდებზე ადამიანთა შორის ურთიერთობების პოზიტიურად განვითარებაზე უნდა გააკეთოს – წინააღმდეგ შემთხვევაში დაინგრევა ქვეყანა. მომავალი თაობის იმედი გვაქვს, მაგრამ ეს კონკრეტული, ცალ-ცალკე ეპიზოდები რომ გააერთიანო, მთლიანობაში გამოვა იმ სცენარის ძალიან მძიმე და ბოროტი ნაწილი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დაწერეს, რომ ეს ქვეყანა უნდა დაინგრეს, დესტაბილიზაცია მოხდეს. ამას ემსახურებოდა ნებისმიერი ადამიანი – ის ადამიანიც კი, რომელიც ამბობს, რომ ხელს იმიტომ ვიქნევდი რომ გზები მეჩვენებინა საით ემოძრავათ და ფიზიკურად არავის ვუპირისპირდებოდიო. პაატა ბურჭულაძე ამბობს: საერთოდ რა რევოლუციაო. ეს რეალობაა შექმნილი, რომელსაც უნდა დაუპირისპირო ხშირ შემთხვევაში სიმკაცრე და ამავე დროს, შეწყალების და მიტევების პოლიტიკა – ის, რაც ჩვენს მომავალს სჭირდება” – აღნიშნა გივოლსკიმ.

იტვირთბა....