აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 “აშშ-ს სამხედრო კონფრონტაციის მცდელობა თუ ექნება, ჩვენ მზად ვართ” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 

აშშ-ს სამხედრო კონფრონტაციის თუ მცდელობა ექნება, ჩვენ მზად ვართ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ისინი თუ შეეცდებიან სამხედრო კონფრონტაციას, რომელიც ერთხელ უკვე სცადეს და ვერ შეძლეს, ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, აბას არაღჩის განცხადებით, ირანში ინტერნეტი „ტერორისტული ოპერაციების“ დაწყების შემდეგ გაითიშა.

„ინტერნეტი ტერორისტული ოპერაციების დაწყების შემდეგ გაითიშა, მანამდე არ გათიშულა. ჩვენ საპროტესტო აქციები ოფიციალურად ვაღიარეთ და მთავრობა დიალოგის რეჟიმში იმყოფებოდა დემონსტრანტებთან. დემონსტრანტების წარმომადგენლებს ირანის პრეზიდენტი პირადად შეხვდა. ინტერნეტი მხოლოდ მას შემდეგ გაითიშა, რაც ჩვენ ტერორისტულ ოპერაციებს წავაწყდით და მივხვდით, რომ ბრძანებები ქვეყნის გარედან მოდიოდა“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტვირთბა....