ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჯონ კერი ნადია სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი რუსეთს ნადია სავჩენკოს დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ამ თემაზე თავის რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი კერი-ლავროვის საუბრის ამ ნაწილზე არაფერი წერია.

ჯონ კერიმ რუსეთისგან მინსკის შეთანხმების შესრულება და უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაც მოითხოვა.

სერგეი ლავროვთან საუბრის დროს სახელმწიფო მდივანმა რამდენიმე დღის წინ ბალტიის ზღვაში რუსული ბომბდამშენების ამერიკულ სამხედრო ხომალდთან მიახლოვების გამო პროტესტიც გამოხატა.

იტვირთბა....