აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თუ ვაშინგტონი ირანს თავს დაესხმება, მათ ტერიტორიაზე აშშ-ის ბაზებს დაარტყამს” – Reuters

თეირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თუ ვაშინგტონი ირანს თავს დაესხმება, მათ ტერიტორიაზე აშშ-ის ბაზებს დაარტყამს, – ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომიტინგეების მხარდასაჭერად ჩარევით დაიმუქრა.

ირანელმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემას განუცხადა, რომ თეირანმა აშშ-ის მოკავშირეებს სთხოვა ვაშინგტონის ირანზე თავდასხმას ხელი შეუშალონ.

„თეირანმა რეგიონის ქვეყნებს, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაწყებული თურქეთით დამთავრებული, განუცხადა, რომ აშშ-ის ბაზებს ამ ქვეყნებში თავს დაესხმებიან, თუ აშშ მიზანში ამოიღებს ირანს“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის პირდაპირი კონტაქტები შეჩერებულია, რაც მზარდი დაძაბულობის ასახვაა.

ამასთან, ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ ისრაელის შეფასებით, ტრამპმა გადაწყვიტა ჩარევა, თუმცა ამ ქმედების მასშტაბი და დრო გაურკვეველი რჩება.

მეორე ისრაელურმა წყარომ, მთავრობის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უსაფრთხოების კაბინეტს სამშაბათს გვიან ღამით მიაწოდეს ინფორმაცია ირანში რეჟიმის დაშლის ან აშშ-ის ჩარევის შანსების შესახებ.

იტვირთბა....