აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონში მიმიდინარე პროცესები ” – მაკა ბოჭორიშვილი

“უმაღლეს დონეზე შეფასდა ის ურთიერთობები, რაც ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში” – მაკა ბოჭორიშვილი.

ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე, განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები, გლობალურად მიმდინარე პროცესები. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებს შორის იყოს გარკვეული აზრების გაცვლა-გამოცვლა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, შუა დერეფნის განვითარებაზე, მის პოტენციალსა და საქართველოს როლზე, ზოგადად დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პროცესში“ – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა, პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შესახებ.

იტვირთბა....