“მტკიცედ ვგმობთ ირანის შიდა პოლიტიკურ პროცესებში დესტრუქციულ საგარეო ჩარევას”, – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ირანში მიმდინარე მოვლენებს.
ზახაროვას თქმით, ირანის ხელისუფლება მზადაა დასავლეთის მტრული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში შექმნილი ნეგატიური დამოკიდებულებების დიალოგით განეიტრალებისათვის.
“მტკიცედ ვგმობთ ირანის შიდა პოლიტიკურ პროცესებში დესტრუქციულ საგარეო ჩარევას. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დასავლეთის მტრული პოლიტიკის შედეგად წარმოქმნილი ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური შედეგების ნეიტრალიზების ეფექტიანი გზების მოსაძებნად, საზოგადოებასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნას ავლენს.
ისინი, ვინც ირანის წინააღმდეგ 2025 წლის ივნისში განხორციელებული აგრესიის გასამეორებლად გარედან ინსპირირებული არეულობების საბაბად გამოყენებას გეგმავენ, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისთვისა და გლობალური საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ასეთი ქმედებების დამანგრეველ შედეგებს უნდა აცნობიერებდნენ” – აცხადებს მარია ზახაროვა.
ასევე მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად გმობს უცხოელი პარტნიორების მიერ ირანის შანტაჟს.
“ამასთან, მტკიცედ ვგმობთ ირანის უცხოელი პარტნიორების შანტაჟის უხეშ მცდელობებს, სავაჭრო ტარიფების გაზრდით”, – მარია ზახაროვა.

