აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

“თუ ირანში აქციის მონაწილეებს ჩამოახრჩობენ, ნახავთ რაღაცებს… ძალიან ძლიერად ვიმოქმედებთ” – დონალდ ტრამპი

„თუ ისინი ჩამოახრჩობენ [ირანის აქციების მონაწილეს], ნახავთ რაღაცებს. ძალიან ძლიერად ვიმოქმედებთ, თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ. არ გვინდოდა, რომ ირანში მომხდარიყო ის, რაც მოხდა. როდესაც იწყებ ათასობით ადამიანის ხოცვას და მეუბნებით, რომ ჩამოახრჩობენ, ვნახავთ როგორ გამოვა ეს მათთვის. ბევრი დახმარება გზაშია, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ეკონომიკურიც. ზუსტად არ ვიცით რამდენი ადამიანი მოკლეს, როგორც ჩანს – საკმაოდ ბევრი, ასე რომ, ბევრი პრობლემა შეექმნებათ“ — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

დღეს 26 წლის ერფან სოლთანის სიკვდილით დასჯა იგეგმება, რომელიც 5 დღის წინ აქციისას დააკავეს.

იტვირთბა....