საფრანგეთის აზრით, ირანის ხელისუფლების მიერ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დემონსტრაციების დარბევა ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძალადობრივია. ეს განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ გააკეთა.
„ჩვენი ვარაუდით, ეს ირანის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძალადობრივი რეპრესიაა და ის აუცილებლად უნდა შეწყდეს“- ჟან-ნოელ ბარო.
აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს 2 571 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 403 მომიტინგე და მთავრობასთან დაკავშირებული 147 პირი. დაღუპულებს შორის 18 წლამდე ასაკის 12 ბავშვია.

