აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

“განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით” – რეზა ფეჰლევი

ირანის ყოფილი შაჰის შვილი რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ, არმიის წევრებს კი საზოგადოების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს.

„ჩემო თანამემამულეებო, მსოფლიომ არა მხოლოდ დაინახა და გაიგო თქვენი ხმა და გამბედაობა – ის ახლა პასუხობს. ალბათ, უკვე მოისმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართვა. დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით. ნუ მისცემთ ამ რეჟიმს უფლებას, შექმნას ილუზია, რომ ცხოვრება ნორმალურია. ყველა ამ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ჩვენსა და რეჟიმს შორის სისხლის ზღვაა“, – აცხადებს რეზა ფეჰლევი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

„ასევე მაქვს განსაკუთრებული მიმართვა არმიის წევრებისთვის: თქვენ ხართ ირანის ეროვნული არმია, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი თანამემამულეების სიცოცხლე. დიდი დრო არ გაქვთ. შეუერთდით მათ რაც შეიძლება მალე” – აღნიშნა ფეჰლევმა.

იტვირთბა....