ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში დამთვარდება საძინებლებში ძრომიალი”

„გარანტი იმისა, რომ ჩვენ გვექნება შეუგუებლობა, რომ ესეთი რამე კიდევ მოხდეს ჩვენ ქვეყანაში  ნამდვილად ვარ”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე. კვირიკაშვილი  არ გამორიცხავს, რომ ინსტიტუციებში მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, რომელებსაც შესაძლოა კიდევ ჰქონდეთ სურვილი, რომ უკანონო ქმედებები ახორციელონ.

„გარანტი იმისა, რომ ჩვენ გვექნება შეუგუებლობა, რომ ესეთი რამე კიდევ მოხდეს ჩვენ ქვეყანაში  ნამდვილად ვარ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს ინსტიტუციებში მუშაობდნენ ადამიანები, რომელებსაც შესაძლოა ჰქონდეთ კიდევ სურვილი და გამომდინარე მათი სამუშაო ფუნქციებიდან შესაძლებლობაც, რომ უკანონო ქმედებები ახორციელონ, მე არ გამოვრიცხავ ამას. მაგრამ მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ჩვენ წავალთ იმ მიმართულებით როცა ადამინების საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება ამ ქვეყანაში. მე ვარ გარანტი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს მახინჯი ავადმყოფური მისწრაფება, ჩინოვნიკისა, რომ აკონტროლოს ოპონენტი, სხვადასხვა ბერკეტები გამოიყენოს იმისა, რომ აკონტროლოს მათი შემდეგი ქმედებები, ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვოს ამ ქვეყანაში “ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....