ახალი ამბები

აშშ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანის ტერიტორია სახმელეთო გზით

აშშ-ის ვირტუალური საელჩო ირანში მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანის ტერიტორია სახმელეთო გზით, სომხეთისა და თურქეთის გავლით, ხოლო ვინც ვერ ახერხებს ქვეყნიდან გამგზავრებას, თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილებს და მოიმარაგონ საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანში საპროტესტო აქციები ესკალაციას განიცდის და შესაძლოა, ძალადობრივ ფორმაში გადაიზარდოს, რამაც დაპატიმრებები და დაზიანებები გამოიწვიოს.

„უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, გზების დაკეტვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეფერხებები და ინტერნეტის ბლოკირება გრძელდება. ავიაკომპანიები ირანში და ირანიდან ფრენებს ზღუდავენ ან აუქმებენ, ზოგიერთმა მათგანმა კი მომსახურება 16 იანვრამდე შეაჩერა. აშშ-ის მოქალაქეები უნდა ელოდონ ინტერნეტის გათიშვის გაგრძელებას, დაგეგმონ ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები და, თუ ეს უსაფრთხოა, განიხილონ ირანიდან სომხეთში ან თურქეთში სახმელეთო გზით გამგზავრება. აშშ-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმა ირანი ირანული პასპორტებით უნდა დატოვონ. ირანის მთავრობა არ ცნობს ორმაგ მოქალაქეობას და აშშ-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს მხოლოდ ირანის მოქალაქეებად მიიჩნევს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....