ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტში პრემიერის მისვლას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დილიდან პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო.

აუდიტორია #115 წევრებმა უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან ბანერები გადმოკიდეს წარწერით, “ავტონომია უნივერსიტეტს”. პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მისვლას და კითხვებზე პასუხს ითხოვენ.

მათ უნივერსიტეტის VI კორპუსი დაიკავეს და 4-პუნქტიანი მოთხოვნები გამოაქვეყნეს.

“VI კორპუსი დაკავებულია შემდეგი მოთხოვნებით:

 

  1. უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობას უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს;

 

  1. დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა;

 

  1. ვითხოვთ პრემიერ-მინისტრის მოსვლას I კორპუსის #115 აუდიტორიაში (პირობითად 16:00 საათზე). მთავრობის თავმჯდომარემ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს:

 

– არის თუ არა მზად მმართველი ძალა, წინა ორ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებლივ გასატარებლად. კანონი ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა შეცვალოს!

 

– გატარდება თუ არა განათლებისა და მეცნიერების რეფორმა 2013 წელს შემუშავებული კონცეფციის მიხედვით; მზად არის თუ არა მთავრობა გარე რეგერირების მექანიზმის დასანერგად; რა იგეგმება უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად;

 

– გაიზრდება თუ არა უნივერსიტეტის დაფინანსება;

 

  1. ოდეერების საქმის გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ იგივე მოთხოვნებით უნივერსიტეტში აქციების ტალღა რამდენიმე ხნის წინაც იყო.

იტვირთბა....