ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი: რესპუბლიკელი მინისტრების გათავისუფლებას არ ვაპირებ

ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკიკაშვილმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელი“ მინისტრების მოხსნა არ აპირებს.

პრემიერის თქმით, პროკურატურამ გააკეთა წინასწარი მოკვლევა საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით და  აღნიშნულ საქმეში დარღვევის ნიშნები არ აღმოჩნდა.

„პროკურატურამ გააკეთა წინასწარი მოკვლევა ამ საკითხთან მიმართებაში და იქ დარღვევის ნიშნები არ აღმოჩნდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით არ არის სწორი გარკვეული სპეკულაციების გაგრძელება, იმიტომ, რომ თუ პროკურატურა ვერ პოულობს დარღვევის ნიშნებს, მაშინ ამ მიმართლებით პროცესი არ უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება რესპუბლიკელი მინისტრების ყოფნას მთავრობის შემადგენლობაში, არ ვაპირებ მათ გათავისუფლებას. კანონით არის გათვალისწინებული ვადები (ეს არის ერთთვიანი ვადა) და თუ ისინი მოისურვებენ საარჩევნო სიაში ყოფნას, ამ პერიოდისათვის, სავარაუდოდ, თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში. ეს არის ერთად მუშაობის ასეთ გამოცდილება, რასაც დღეს ჩვენ გავდივართ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა ასეთ რეჟიმში მუშაობა და არ მგონია, ამაზე დამატებითი კომენტარების გაკეთება მიზანშეწონილი”.-განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....