ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყო

ვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყო, მათ შორისაა ოპოზიციონერი ენრიკე მარკესი, რომელიც მადუროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდა – ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხუთშაბათს გათავისუფლება პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც მადუროს ყოფილმა მოადგილემ, დელსი როდრიგესმა, თანამდებობა დროებით ლიდერად დაიკავა. მას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა აქვს, რომელიც ამბობს, რომ ეთანხმება როდრიგესის მმართველობის უფლებას, თუ ის ვაშინგტონს ქვეყნის ნავთობზე წვდომას მისცემს.

გათავისუფლებულებს შორის არის ვენესუელის ოპოზიციის ყოფილი კანდიდატი ენრიკე მარკესი, რომელიც მადუროს დაუპირისპირდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. დელსი როდრიგესის ძმამ, პარლამენტის თავმჯდომარემ ხორხე როდრიგესმა, განაცხადა, რომ „დიდი რაოდენობით ვენესუელისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები“ დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს „მშვიდობიანი თანაარსებობის“ მიზნით. მან არ დააკონკრეტა, რომელი პატიმრები გაათავისუფლებენ, რამდენი ან საიდან. ვენესუელის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფორო პენალი“ ვარაუდობს, რომ ქვეყნის ციხეებში 800-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი იმყოფება

იტვირთბა....