ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

”ფაქტია, რუსული გემები, იქ იყო ნაღმოსანი და წყალქვეშა ნავი, ორივე ძალიან სწრაფად გაგვეცალნენ, როდესაც ჩვენ მივედით… “- დონალდ ტრამპი

Fox New-თან ამერიკის პრეზიდენტმა, რუსული ტანკერების დაკავების შესახებ ისაუბრა.

„მე ამის თქმა არ მსურს, მაგრამ ფაქტია, რუსული გემები, იქ იყო ნაღმოსანი და წყალქვეშა ნავი, ორივე ძალიან სწრაფად გაგვეცალნენ, როდესაც ჩვენ მივედით. ჩვენ ხომალდზე კონტროლი დავამყარეთ, ახლა კი მიმდინარეობს ნავთობის გადატვირთვა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის მიღებას მხარს უჭერს.  
  
“ჩვენ ახლა რუსეთზე დიდი სანქციები გვაქვს. რუსეთის ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ისინი უკრაინაზე დიდები არიან, ბევრად დიდები, უფრო ძლიერი ქვეყანაა.” – დაამატა ტრამპმა.

იტვირთბა....