დუბაიში მოკლული საქართველოს მოქალაქის ვინაობა ცნობილი გახდა. „კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის ნ. ს.-ა. მან საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა და დუბაიში სამუშაოდ წავიდა. იგი ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშაობდა. ქალი წარმოშობით ქუთაისელია.
შეგახსენებთ, დუბაიში ხუთშაბათს დილით ქართველი ქალის ცხედარი იპოვეს.
გამოცემა “გალფ ნიუსი” სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, რომ მკვლელობამდე ქალი გააუპატიურეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
წყარო: kvira.ge