ახალი ამბები მთავარი ციტატა

”ვახორციელებთ ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას” – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერზე

,,აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი, საქართველოს მოქალაქეა” – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფრომაციას ეხმაურება.

როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, „ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს, აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის, საქართველოს 6 მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟში არიან უკრაინის 20 და რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას“

იტვირთბა....