,,ამერიკული სასაზღვრო დაცვის შენაერთმა ევროპამდე სდია და დესანტირება მოახდინა რუსულ ტანკერზე და დააპატიმრა ის. ამერიკელებმა არაფრად მიიჩნიეს რუსული სამხედრო გემი და წყალქვეშა ნავი, რომელიც დასაცავად მიჰყვებოდა ამ რუსულ ტანკერს” – ამის შესახებ ამჟამად პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.
მისი თქმით ,, ამ ყველაფერს უკრაინაზე და საქართველოზეც ექნება გავლენა.”
“ამერიკული სასაზღვრო დაცვის შენაერთმა ევროპამდე სდია და დესანტირება მოახდინა რუსულ ტანკერზე და დააპატიმრა ის. ამერიკელებმა არაფრად მიიჩნიეს რუსული სამხედრო გემი და წყალქვეშა ნავი, რომელიც დასაცავად მიჰყვებოდა ამ რუსულ ტანკერს.
ამასობაში უზარმაზარი, სრულიად უპრეცედენტო მნიშვნელობის გეგმა გამოაცხადა ტრამპმა – ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი იზრდება 1,5-ჯერ – 1 ტრილიონი დოლარიდან 1,5 ტრილიონამდე. ეს რუსეთისთვის და ჩინეთისთვის და საერთოდ დიქტატორებისთვის ძალიან ცუდი ამბავია.
ამასობაში ირანში უსაფრთხოების ძალებმა თანდათან დაიწყეს ხალხის მხარეს გადასვლა. რაღაც საოცრად კარგი ამბები ხდება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს უკრაინაზე და საქართველოზეც ექნება გავლენა” – წერს სააკაშვილი.

