ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აშშ-ის მიერ უცხოური გემების დაკავება საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს”- ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი,  მაო ნინი, აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „აშშ-ის მიერ საერთაშორისო წყლებში მყოფი უცხოური გემების თვითნებური დაკავება საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა“

,,ჩინეთი ეწინააღმდეგება იმ ნაბიჯებს, რომლებიც სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას არღვევს“- აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

იტვირთბა....