ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

“უკრაინაში განლაგებული უცხოური ძალები ლეგიტიმურ საბრძოლო სამიზნეებად ჩაითვლებიან” – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, უკრაინაში განლაგებული უცხოური ძალები ლეგიტიმურ საბრძოლო სამიზნეებად ჩაითვლებიან.

“დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დანაყოფების, სამხედრო ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება უცხოური ინტერვენცია იქნება, რაც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებას. ყველა მსგავსი დანაყოფები და ობიექტები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლებიან“ – განაცხადა ზახაროვამ.

იტვირთბა....