ახალი ამბები მთავარი

“ვენესუელაზე კონტროლი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს” – დონალდ ტრამპი

“ვენესუელაზე კონტროლი შესაძლოა, წლები გაგრძელდეს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Times-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, აშშ ვენესუელის გაკონტროლებას ერთი წლით გეგმავს თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ შესაძლოა, ეს უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

„ვიტყოდი, რომ უფრო დიდხანს“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, დელსი როდრიგესთან მუდმივ კონტაქტშია.

„მარკო მას მუდმივად ესაუბრება. მასთან და მის ადმინისტრაციასთან მუდმივ კონტაქტში ვართ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, ვენესუელის დროებითი მთავრობა აშშ-ს „ყველაფერს აძლევს, რაც საჭიროა“.

„ჩვენ ნავთობს გამოვიყენებთ. ნავთობზე ფასებს შევამცირებთ და ვენესუელას ფულს მივცემთ, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....