ახალი ამბები მთავარი

“ვენესუელის შს მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდასხმის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა” – Reuters

“ვენესუელის შს მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდასხმის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა” – განცხადებას Reuters ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მანამდე კარაკასს ოფიციალური რიცხვი დაღუპულთა შესახებ არ დაუსახელებია, თუმცა თავდაპირველად 23 დაღუპული ჯარისკაცისა და პოლიციელის სია გამოაქვეყნა. ვენესუელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მადუროს უსაფრთხოების სამსახურის დიდი ნაწილი “ცივსისხლიანად” მოკლეს, ხოლო კუბას მთავრობის მტკიცებით, ვენესუელაში მათი სამხედრო და სადაზვერვო სამსახურის 32 თანამშრომელი დაიღუპა.

სეგახსენებთ, აშშ-მა 3 იანვარს ვენესუელაზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა, მისი ლიდერი, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ცოლთან ერთად დააკავა და ქვეყნიდან გაიყვანა. მოგვიანებით, მათ მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ბრალდება წარედგინათ – მადუროსა და მის ცოლს ნარკოტერორიზმის მიზნით შეთქმულებას, კოკაინის იმპორტის მიზნით შეთქმულებას, ასევე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და დამანგრეველი მოწყობილობების უკანონო ფლობას ედავებიან. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კი დელსი როდრიგესი გახდა, რომელიც 2018 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

იტვირთბა....