ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“განსხვავება ერაყსა და ვენესუელას შორის ის არის, რომ ბუშმა ნავთობი არ შეინარჩუნა – ჩვენ კი ნავთობს შევინარჩუნებთ”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო პარალელები ერაყში აშშ-ის ჩარევასა და ვენესუელაში ჩატარებულ ბოლოდროინდელ სამხედრო ოპერაციას შორის. მან განაცხადა, რომ განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მისი ადმინისტრაცია ვენესუელაში ნავთობის შენარჩუნებას გეგმავს.

„განსხვავება ერაყსა და ამ [შემთხვევას] შორის ის არის, რომ [ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა] ნავთობი არ შეინარჩუნა. ჩვენ კი ნავთობს შევინარჩუნებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„2016 წელს ვამბობდი, რომ ნავთობი უნდა შეგვენარჩუნებინა. ამას დიდი აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რა გაეწყობა, ნავთობი ნამდვილად უნდა შეგვენარჩუნებინ. ჩვენ მათი მწყობრიდან გამოსული ნავთობობიექტების აღდგენას ვაპირებთ და ამჯერად ნავთობს ჩვენ დავიტოვებთ“, – დასძინა მან.

იტვირთბა....